top of page

კაუდალური ეპიდურული ინექცია - წელის ტკივილის მკურნალობა ოპერაციის გარეშე

Updated: Feb 2

რა არის კაუდალური ეპიდურული ინექცია?

კაუდალური ეპიდურული ინექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა კუდუსუნის მიდამოში. ეპიდურული სივრცე მდებარეობს ხერხემლის შიგნით. ზურგის ტვინი და მისგან გამომავალი ნერვები ინახება თავზურგტვინის სითხით სავსე გარსში, რომელსაც დურალური გარსი ეწოდება. კაუდალური ეპიდურული ინექცია მიზნად ისახავს შეყვანილი ნივთიერების გავრცელებას ამ მემბრანის გარედან. 

წელის ტკივილის მკურნალობა, ხერხემლის თიაქარი, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი, საუკეთესო ნეიროქირურგი თბილისში, ხერხემლის ნეიროქირურგია, xerxemlis tkivili, xerxemlis tiakari, xerxemlis operacia

რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურული ინექცია?

ეპიდურული სტეროიდები ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.

რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?

კაუდალური ეპიდურული ინექცია კეთდება, როდესაც პაციენტს აქვს ნერვის ტკივილი, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • ხერხემლის არხის სტენოზი

  • რადიკულოპათია

  • ხერხემლის დისკის თიაქარი

  • ხერხემლის დეგენერაცია

  • წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი

როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურული ინექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?

ინექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე. 


როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურული ინექცია?

კაუდალური ეპიდურული ინექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურული ინექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურული ინექციისთვის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაყავთ უშუალოდ პროცედურის წინ. 


საოპერაციო ოთახში:

1. პაციენტი წვება საოპერაციო მაგიდაზე მუცელზე. ხდება ინექციის ადგილის დამუშავება ბეტადინის ან ქლორჰექსიდინის ხსნარის გამოყენებით. 

2. ხდება კაუდალური ეპიდურული ინექციის ადგილის გაუტკივარება ლოკალური გამაყუჩებლით. 

3. ამის შემდეგ ნემსი თავსდება ეპიდურულ სივრცეში და რენტგენის კონტროლის ქვეშ ხდება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა ნემსის სწორი პოზიციის დასადასტურებლად.

4. სწორი ლოკაციის დადასტურების შემდეგ, სტეროიდული მედიკამენტი შერეული ადგილობრივ გამაყუშებელთან და ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად შეყვანილია ეპიდურულ სივრცეში. 

5. ნემსის ამოღების შემდეგ ინექციის ადგილზე გამოიყენება პატარა წებოვანი პლასტირი. მთელ პროცედურა 15-30 წუთამდე გრძელდება და ძირითადად უმტკივნეულოა.


რა ხდება კაუდალური ეპიდურული ინექციის შემდეგ?

კუდალური ინექცია არის ამბულატორიული პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს იმავე დღეს შეუძლია სახლში წასვლა. პროცედურის მერე, პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან. კუდალური ეპიდურული ინექციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს დროებითი ტკივილი ინექციის ადგილზე. უმეტეს შემთხვევაში, კაუდალური ინექციის საგრძნობი ეფექტი, ტკივილის გაყუჩების სახით შეინიშნება პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში.

იშვიათად შემთხვევაში (2%-ზე ნაკლებში) ინექციის გაკეთება შეუძლებელია გავა/კუდუსუნის ანატომიური თავისებურებების გამო.


თუ გაწუხებთ წელის ტკივილი,  დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის:

Tel: +995 599820404


არჩილ ერისთავი - ნეიროქირურგი 22 წლიანი გამოცდილებით, საიდანაც 9 წელი მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.


არჩილ ერისთავი, საუკეთესო ნეიროქირურგი თბილისში, წამყვანი ნეიროქურუგი საქართველოში, ხერხემლის თიაქარი, წელის ტკივილი, xerxemlis tiakari, mkurnaloba, მკურნალობა

Comments


bottom of page