top of page

გადაცემა "ექიმები" - თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია)

Updated: Dec 27, 2023

გადაცემაში "ექიმები" მოწვეული სტუმარი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი საუბრობს თავის ტვინის ოპერაციეაზე, რომელიც ტარდება გაღვიძებულ პაციენტზე.

ოპერაციისთვის შეირჩა მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტს ეღვიძა, რათა ოპერაციის მსვლელობის დროს შემდგარიყო პაციენტთან ვერბალური კონტაკტი, ვინაიდან პათოლოგიური კერის საზღვარი გადიოდა მეტყველების ცენტრთან თავის თვინში.


ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენება მნიშვნელოვანია, თუ პათოლოგია არის ახლოს ფუნქციონალურად მნიშვნელოვან ცენტრთან ტვინში, როგორიც არის მეტყველების, მოძრაობის, მგრძნობელობის ან სხვა.


ეს მეთოდი ნეიროქირურგს აძლევს საშუალებას, რადიკალურად ამოკვეთოს პათოლოგია და მაქსიმალურად შეინახოს მნიშვნელოვანი ცენტრის ფუნქცია.



tags: ნეიროქირურგია, ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, მოწვეული ნეიროქირურგი ევროპიდან, ცნობიერი კრანიოტომია, თავის ტვინის ოპერაცია, გაღვიძებულ პაციენტზე თავის ტვინის ოპერაცია, უნიკალური ოპერაცია, პირველად საქართველოში, ოპერაცია თავის ტვინზე.


bottom of page