რა არის და როგორ ჩნდება ტვინის სიმსივნე
თავის ტვინის სიმსივნე ჩნდება, როდესაც ტვინის გარკვეული უჯრედები განიცდიან გადაგვარებას და იწყებენ გამრავლებას უკონტროლო გზით. ამ პროცესის დაწყების მიზეზი დღემდე უცნობია.
როგორ იყოფა ტვინის სიმსივნეები
ტვინის სიმსივნეები იყოფა ხარისხების (1-4) და თვისებების მიხედვით. პირველი და მეორე ხარისხის სიმსივნეები მიეკუთვნება კეთილთვისებიან ჯგუფს, ხოლო მესამე და მეოთხე - ავთვისებიანს.
რა სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სიმსივნემ
ტვინის სიმსივნით გამოწვეული სიმპტომები დამოკიდებულია მის ლოკაციაზე ტვინში.
ყველაზე ხშირად პაციენტს ახასიათებს თავის ტკივილი, გულყრა, გულისრევა, პირღებინება, პროგრესიული სისუსტე სხეულის ერთ მხარეს. ასევე, მეხსიერების, მეტყველების ან/და მხედველობის დარღვევა.
ვის შეიძლება დაუდგინდეს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი
პირველადი ტვინის სიმსივნით დიაგნოზირება ხდება მოსახლეობის დაახლოვებით 0.015 პროცენტში, დანარჩენი კი არის მეორადი ხასიათის. თავის ტვინის სიმსივნის განვითარება შეიძლება მოხდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ სიმსივნის წარმოქმნის რისკი იზრდება ასაკთან ერთად, თუმცა გარკვეული ტიპის სიმსივნეები უფრო ხშირია ბავშვებში.
რისკ ფაქტორები
ტვინის სიმსივნის განვითარების რისკ ფაქტორებში შედის დასხივება (რადიაცია), გარკვეული გენეტიური მემკვიდრეობა/მუტაცია, როგორიც არის ნეირიფიბრომატოზის პირველი ან მეორე ტიპი, ტუბეროზული სკლეროზი, ლი ფრაუმენის სინდრომი, ფონ ჰიპერ-ლინდაუს სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ტარკოტის სინდრომი, გორლინის სინდრომი. ასევე 2015 წელს ჩატარებული მეტა კვლევის დროს აღმონჩნდა კავშირი ჭარბწონიანობასა და გარკვეული ტიპის ტვინის სიმსივნის (მენინგიომის) განვითარებას შორის.
ტვინის სიმსივნის დიაგნოზი
ტვინის სიმსივნის განვითარებისას, დროული/ადრეული დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად ეხმარება მკურნალობის პროცესს და წარმატებულ გამოსავალს. ტვინის სიმსივნის დიაგნოზირება, როგორც წესი, ხდება კომპიუტერული (სურ. 1) ან მაგნიტურ რეზონანსული (სურ. 2) ტომოგრაფიის (მრტ) გამოყენებით. ასევე თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ დამატებითი გამოკვლევები/ტესტები, რომ გამორიცხოს ან დაადასტუროს ესა თუ ის დიაგნოზი.
ტვინის სიმსივნის მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია ტვინის სიმსივნის ტიპზე, ლოკაციაზე, პაციენტის ასაკზე და სხვა ფაქტორებზე.
ტვინის სიმსივნის მკურნალობა ხშირად გულისხმობს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთერთს ან რამდენიმეს კომბინირებულ გამოყენებას:
სიმპტომური მკურნალობა,
ჰორმონალური თერაპია,
ქირურგია,
დასხივება,
ქიმიოთერაპია.
მკურნალობის მეთოდი და მიდგომა განისაზღვრება ნეიროქირურგის ან/და ონკოლოგის მიერ პაციენტის ანამდნეზის გაცნობის და კვლევებისგან მიღებული შედეგბის საფუძველზე.
რეკომენდაცია
ავადმყოფობის ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ტელ: +995 599820404
ელ.ფოსტა: contact@neurosurgeon.ge